დამატებითი სერვისები

image

დამატებითი ბარგი

დაჯავშვნა
image

ადგილის არჩევა

დაჯავშვნა
image

ონლაინ რეგისტრაცია

დაჯავშვნა
about

მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთს შორის

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” და სიჩუანის საერთაშორისო ტურიზმის დეპარტამენტმა საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული სამგზავრო რეისების გახსნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.

 ხელმოწერის ცერემონია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს “ჯორჯიან ეარლაინს გრუპის” პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და სიჩუანის ტურიზმის დეპარტამენტის გენერალურმა მდივანმა და სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ დენგ ფანგმა.

 მემორანდუმი თბილისსა და ჩენგდუს შორის ეკონომიკური, კულტურული და ბიზნეს ურთირთობების ხელშეწყობას გულისხმობს. მემორანდუმის ფარგლებში, ივნისიდან, დაგეგმილია “ჯორჯიან ეარვეისის” მიერ რეგულარული სამგზავრო რეისების შესრულება ჩენგდუ-თბილისის-ჩენგდუს მიმართულებით და თბილისიდან ავიაკომპანიის ოპერირებული ევროპის მიმართულებების ათვისება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ავიაბილეთების რეალიზაციის თანამედროვე პლატფორმების დანერგვისა და ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის საკითხები.

 ღონისძიებას ესწრებოდნენ სიჩუანის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ევრაზიის განყოფილების ხელძღვანელი იუან ჰონლინგი, სიჩუანის საერთაშორისო ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი, “ჯორჯიან ეარლაინსის” გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილი და პირველი მოადგილე ცისია ფანჩვიძე. საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული ავიარეისების გახსნის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ
.

partners
partners
partners
partners
partners
partners
partners
partners
partners
partners
partners